საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის მინისტრისა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გარდა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ცვლილებაზე საუბრობს. როგორ მან ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა, ყველა ვაკანსია კვირის ბოლოს შეივსება, მანამდე კი შიდა სამუშაო პროცესი მიმდინარეობს.
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ისიც უთხრა, რომ ჯანდაცვის მინისტრობა ჯერ არავისთვის შეუთავაზებია.
„რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, რამდენიმე გადაწყვეტილებაა მისაღები, მათ შორის ეს ეხება ჯანდაცვის მინისტრს, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ეს ეხება კონკრეტული დეპარტამენტის ხელმძღვანელს… ის [ლერი ბარნაბიშვილი – მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი] ინიშნება მაღალ თანამდებობაზე და ამაზე განცხადებას შესაბამისი მინისტრი გააკეთებს.
ყველა ვაკანსია კვირის ბოლომდე შეივსება.
ჯერჯერობით არც პირდაპირ და არც ირიბად არც ერთი ადამიანისთვის მინისტრობა არ შემითავაზებია, ამის პრეცედენტი არ ყოფილა. ჯერჯერობით შიდა სამუშაო პროცესი გვაქვს, ვარჩევთ კანდიდატებს და როგორც კი ჩამოვყალიბდებით გარკვეულ პოზიციაზე ამის შემდეგ დავიწყებთ შეთავაზებას“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ მიმდინარე კვირაში მთავრობის სხდომა მხოლოდ იმიტომ არ ჩატარდა, რომ საკითხების შესაბამისი რაოდენობა არ იყო.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე თანამდებობებიდან გაათავისუფლა.
თურქეთის ქალაქ სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მონაწილეობა მიიღო ოთხმხრივ შეხვედრაში, სადაც თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად რეგიონული…
2024 წლის 10 თვეში საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი ნომინალურად ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა ყირგიზეთი გახდა. ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში ექსპორტი…
ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რომელიც 2023 წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებს და არსებული მდგომარეობით საბანკო ანგარიშებზე თანხებს და უძრავ…